„ქარელობაზე“ სიმღერისთვის „ღამის შოუს ბენდი“ ბიუჯეტიდან 17 000 ლარს მიიღებს

5 ნოემბერს, “ქარელობის” გალა კონცერტზე “ღამის შოუს ბენდი” იმღერებს. ქარელის მერია მათ 17 000 ათას ლარს გადაუხდის.

გადაწყვეტილება რომ უკვე მიღებულია, ადგილობრივ მედია ,,მოზაიკასთან" ქარელის მერიის სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსმა, ვახო თურქაძემ დაადასტურა.

„გადაწყვეტილება მიღებულია, შესყიდვების სააგენტომ ნებართვა მოგვცა 17 000 ლარის დახარჯვაზე”, –აცხადებს თურქაძე

შეგახსენებთ, კასპის მუნიციპალიტეტმაც “ღამის შოუს ბენდს” სახალხო დღესასწაულზე სიმღერისთვის ბიუჯეტიდან 12 000 ლარი გადაურიცხა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წელსვე დღესასწაულებზე სიმღერისთვის, „ღამის შოუს ბენდს“ ჯამში 61 500 ლარი გადაუხადეს ქედის, მარტვილის, თეთრიწყაროს და კასპის მუნიციპალიტეტებმა.

თამარ მუკბანიანი