2019 წელთან  შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 63.7%-ით აღდგა - ადმინისტრაცია

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოქტომბერში საქართველოში 498 477 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ოქტომბერთან შედარებით 125.9%-ია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები კი 63.7%-ით აღდგა.

2022 წლის ოქტომბერში საქართველოში 344 595 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 82.6%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 78.5% აღდგენილია.

administracia-1667469340.jpg

2022 წლის 10 თვეში საქართველოში 4 391 082 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა 188.5%-ს შეადგენს. 2019 წლის იანვარი-ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 54.8%-ია.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის 10 თვეში საქართველოში 3 048 728 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2021 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდთან შედარებით, ზრდა 137.9%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი კი 68.8%-ს შეადგენს.

თამარ მუკბანიანი