დოლარის ოფიციალური ფასი 2.19 ლარი გახდა

ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.19 ლარი გახდა.

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ხვალიდან, 18 მარტიდან 1 დოლარის შეძენა 2.1939 ლარად იქნება შესაძლებელი.

ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.1782 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0157 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნულ ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, 18 მარტიდან 1 ევროს შეძენა 2.3293 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.2941 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0352 ლარი შეადგინა.