ნეაპოლის ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას მოპარული ავტომობილი დაუბრუნეს, - ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოპარული ავტომობილი რამდენიმე საათში იპოვეს.
მანქანა ფეხბურთელის სახლთან ახლოს მდებარე ავტოსადგომიდან გაუჩინარდა, თუმცა, Mini Countryman-ი პოლიციამ ამოიცნო და კანონიერ მფლობელს დაუბრუნა.
გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელიას ავტომობილი კაზერტის პროვინციაში, ტრენტოლა-დუცენტას მუნიციპალიტეტში იპოვეს.