რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოში შემოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა 711 იურიდიული პირი დაარეგისტრირეს, რუსეთის 9 789 მოქალაქე კი ინდივიდუალურ მეწარმედაა უკვე დარეგისტრირებული საქართველოში.
„ბათუმელებმა“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჯერ კიდევ ივლისში მიმართა და მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ქონება დაირეგისტრირეს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 2022 წლის 1-ლი მარტიდან დღემდე. ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ ეროვნულმა სააგენტომ გამოცემას ინფორმაცია მხოლოდ 2 ნოემბერს მიაწოდა.
რეესტრის მონაცემებით, 2022 წლის პირველი მარტიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში: რუსეთის 2 585-მა მოქალაქემ საქართველოში ჯამში 2 964 ბინა შეიძინა, საერთო ფართობით – 189 084 კვ.მეტრი.
ამავე პერიოდში რუსეთის 252-მა მოქალაქემ საქართველოში მიწის 249 ნაკვეთიც შეიძინა, რაც ჯამში 37.9 ჰექტარია [აქედან რუსეთის 53 მოქალაქეს მიწის 61 ნაკვეთი შენობა-ნაგებობების გარეშე აქვს შეძენილი, 199-მა მოქალაქემ კი მიწის 188 ნაკვეთი შენობა-ნაგებობებიანად შეიძინა].
როგორც საჯარო რეესტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, აღნიშნული მონაცემები დამუშავებულია რუსეთის მოქალაქეების პასპორტის მონაცემების მიხედვით.
რუსეთის მოქალაქეების მონაცემები/რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ასე გამოიყურება: