5 ნოემბრიდან N500 მიკროავტობუსს N292 ავტობუსი ჩაანაცვლებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიკროავტობუსი N500 ხვალიდან N292 ავტობუსით ჩანაცვლდება და მარშრუტზე „ისუზუს“ მარკის ავტობუსი იმოძრავებს.

მათივე ცნობით, ცვლილება არ შეეხება უკვე არსებულ მარშრუტს - კერძოდ, N292 ავტობუსი გადაადგილდება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ ვეკუას, ხიზანიშვილის, ვასაძის, ქერჩის, სარაჯიშვილისა და შეშელიძის ქუჩებით და შემდეგ, ავტობუსი მინდელის ხიდის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირისა და დავით აღმაშენებლის ხეივნის გავლით იმოძრავებს.

N292 მგზავრთა მომსახურებას სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლთან“ დაასრულებს.