ოქტომბერში რუსეთიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 274.4%-ით გაიზარდა

2022 წლის ოქტომბერში საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 4-ჯერ გაიზარდა.

კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გასულ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 274.4%-ით არის გაზრდილი.

უფრო კონკრეტულად, 2022 წლის ოქტომბერში რუსეთიდან საქართველოს 109 158 ვიზიტორი ეწვია, მაშინ როცა 2021 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 29 159 იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, 2022 წლის ოქტომბერში ტოპ-15 ქვეყანას შორის რუსეთი 1-ელ ადგილზეა. მას მოსდევს თურქეთი - 81 033 ვიზიტორით, მე-3 ადგილზე კი სომხეთია - 72 877 ვიზიტორით.

რაც შეეხება პანდემიურ 2020 წლის ოქტომბერს, რუსეთიდან საქართველოში 4 346 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2022 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე 2 411.7%-ით ნაკლებია.

თაია არდოტელი