ჩაის მთავარი ექსპორტიორი და იმპორტიორი ერთი ქვეყანაა - სად ვყიდით და ვყიდულობთ პროდუქტს

2022 წლის წლის 9 თვეში საქართველოდან 3.3 მლნ აშშ დოლარის ჩაი გავიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა მინიმალურია, 2021 წლის იანვარ - აგვისტოში საქართველომ 3.2 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გაყიდა.

რაც შეეხება იმპორტს, საქართველოში წელს 6.5 მლნ აშშ დოლარის ჩაი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 5.8 მლნ აშშ დოლარის ჩაი.

საგულისხმოა, რომ მთავარი ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყანაც ერთი და იგივეა, ეს არის აზერბაიჯანი.

,,ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, სად ვყიდით და ვყიდულობთ არომატიზებულ და არაარომატიზებულ ჩაის.

5 ქვეყანა, სადაც 2022 წლის 9 თვეში საქართველოდან ყველაზე მეტი ჩაი გაიყიდა:

  • აზერბაიჯანი - 1.5 მლნ აშშ დოლარის 198.5 ტონა
  • უკრაინა - 553.7 ათასი აშშ დოლარის 280.5 ტონა
  • მონღოლეთი - 223.8 ათასი აშშ დოლარის 373.9 ტონა
  • თურქეთი - 220.1 ათასი აშშ დოლარის 65.1 ტონა
  • ყაზახეთი - 181.3 ათასი აშშ დოლარის 331.1 ტონა

5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში 2022 წლის იანვარ -სექტემბერში ყველაზე დიდი ოდენობით ჩაი შემოვიდა:

  • აზერბაიჯანი - 3.3 მლნ აშშ დოლარის 473.9 ტონა
  • რუსეთი - 1.1 მლნ აშშ დოლარის 170.3 ტონა
  • შრი-ლანკა - 736.7 ათასი აშშ დოლარის 90.5 ტონა
  • ირანი - 335.2 ათასი აშშ დოლარის 273.1 ტონა
  • თურქეთი - 268.9 ათასი აშშ დოლარის 776.6 ტონა
თამარ მუკბანიანი