ნიდერლანდები უკრაინას 120 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გადასცემს

ნიდერლანდები უკრაინას 120 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

“ეს ყოვლისმომცველი პაკეტი მნიშვნელოვანი სიგნალია რუსეთისთვის. მოკავშირეები გააგრძელებენ რუსეთის აგრესიულ ომთან ბრძოლაში უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებისთვის ძალისხმევის გაერთიანებას”, - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა.

ნიდერლანდები, ჩეხეთთან და აშშ-თან ერთად, ჩეხეთიდან უკრაინას 90 მოდერნიზებულ და გარემონტებულ ტანკს მიაწვდის. ტანკების ნაწილს უკრაინა უკვე შემდეგ თვეში მიღებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ნიდერლანდებს, აშშ-სა და ჩეხეთს უკრაინისთვის დახმარების გასაფართოებლად მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

“მადლობელი ვარ ნიდერლანდების, აშშ-ისა და ჩეხეთის ერთობლივი გადაწყვეტილებისთვის, შეიძინონ და უკრაინის შეიარაღებული ძალებს გადასცენ 90 T-72 ტანკი. პირველ 26 აღდგენილ და მოდერნიზებულ ტანკს უკრაინა უკვე მომავალ თვეში მიიღებს. მადლობას ვუხდი პარტნიორებს უკრაინისადმი ურყევი სოლიდარობის დემონსტრირებისთვის”, - წერს კულება.