ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, ოქტომბრის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 82 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 368.116 კუბური მეტრი მერქანი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ამოღებულია მათ შორის, 128.87 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი, ხოლო 239.246 კუბური მეტრი მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში” დასაწყობდა.

„გამოვლენილი კანონდარღვევის ფაქტებიდან: 17 გამოვლინდა კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 7 - ქვემო ქართლის, 2 - მცხეთა-მთიანეთის, 3 - შიდა ქართლის, 5 - სამცხე-ჯავახეთის, 2 - იმერეთის, 36 - გურიის, 2 - რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, ხოლო 8 - სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

სამართალდამრღვევის მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა და გადაყვანილ იქნა სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

satyeo-1667802838.jpg