3 ბანკი კვლავ ზარალზეა - როგორია ბანკების 2022 წლის მე-3 კვარტალის ფინანსური მაჩვენებლები

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2022 წლის მე-3 კვარტალის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, 14 კომერციული ბანკიდან ზარალზე 3 ბანკი - „სილქ ბანკი“, „ვითიბი ბანკი“ და „პაშა“ ბანკია. შეგახსენებთ, რომ ეს ბანკები 1-ლი და მე-2 კვარტლის მაჩვენებლებითაც ზარალზე გავიდნენ.

ანგარიშგებების მიხედვით, 2022 წლის მე-3 კვარტალში მოგებაზე გავიდა მათ შორის ორი დიდი ბანკი - „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“. კერძოდ, „თიბისის“ მოგებამ საანგარიშო პერიოდში 749 486 054 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ 910 376 926 ლარი შეადგინა. „საქართველოს ბანკს“ კი, მე-3 კვარტალის მონაცემებით, 654 370 298 ლარის ოდენობის მოგება ჰქონდა. ხოლო დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ 899 193 056 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა ბანკების 2022 წლის მე-3 კვარტალის მოგების მაჩვენებლებს, ასე გამოიყურება:

  • „ბაზისბანკი“ – 42 160 771 ლარი;
  • „სილქ ბანკი“ - -2 540 718 ლარი (ზარალი)
  • „კრედო ბანკი“ – 21 673 319 ლარი;
  • „ქართუ ბანკი“ – 21 399 186 ლარი;
  • „ჰალიკ ბანკი“ – 9 392 259 ლარი;
  • „ტერა ბანკი“ – 25 193 972 ლარი;
  • „ლიბერთი ბანკი“ – 39 862 443 ლარი;
  • „პაშა ბანკი საქართველო“ - -3 566 242 ლარი (ზარალი);
  • „პროკრედიტ ბანკი“ – 35 024 829 ლარი;
  • „ვითიბი ბანკი“ – -79 673 167 ლარი (ზარალი);
  • „ზირაათ ბანკი საქართველო“ – 5 586 168 ლარი;
  • „იშ ბანკი საქართველო“ – 13 662 672 ლარი.

ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 14 კომერციული ბანკი ოპერირებდა.

თაია არდოტელი