ფოთში, ნიკოლაძის სანაპიროზე გზის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ფოთში, ნიკოლაძის სანაპიროზე გზის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. ფოთის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 1-კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარი, მოეწყობა გარე განათების სისტემა, სანიაღვრე არხები, ბორდიურები, გადასასვლელი ხიდბოგირები, უსაფრთხოების კუნძულები. ასევე, მოეწყობა ველობილიკი.

„მიმდინარე სამუშაოები ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა.

სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება საგზაო ნიშნების მონტაჟი და გზის მონიშვნის სამუშაოები. პროექტის ღირებულება 2 295 064 ლარს შეადგენს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.