ბანკების ანგარიშზე 312,8 მლნ ლარის დასაკუთრებული ქონებაა - ვინ დააყადაღა ყველაზე მეტი

2022 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე 312 793 620 ლარის ღირებულების დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონებაა. ამის შესახებ კომერციული ბანკების ანგარიშგებაშია აღნიშნული.

ამავე მონაცემებით, დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, Top-5 ბანკში შედის:

  • თიბისი ბანკი – 142 489 503 ლარი
  • საქართველოს ბანკი – 102 977 259 ლარი
  • ქართუ ბანკი – 22 389 016 ლარი
  • ვითიბი ბანკი ჯორჯია – 17 318 753 ლარი
  • ხალიკ ბანკი საქართველო – 9 369 369 ლარი

რაც შეეხება სხვა კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობას, ასე გამოიყურება:

ბაზის ბანკი – 8 386 104 ლარი, სილქ ბანკი (ყოფილი სილქ როუდ ბანკი) – 261 193 ლარი, კრედო ბანკი – 2 263 328 ლარი, ტერაბანკი – 6 007 959 ლარი, ლიბერთი ბანკი – 425 528 ლარი, პროკრედიტ ბანკი – 173 607 ლარი, პაშა ბანკი საქართველო - 162 176 ლარი, იშ ბანკი საქართველო - 569 825 ლარი.

აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტლის მდგომარეობით, ზირაათ ბანკი - საქართველოს დასაკუთრებული ქონება არ აქვს.

2022 წლის პირველ კვარტალში ბაზარზე სულ 14 კომერციული ბანკი ოპერირებდა.

ნინი ქეთელაური