სექტემბერში ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან შედარებით უფრო დაბალი მაჩვენებელზეა  - Tbc კაპიტალი

შიდა მოთხოვნის ინდიკატორები და რეალური ექსპორტის ზრდის ტემპი, 10% ეკონომიკური ზრდის მოლოდინს ქმნიდა. ამის შესახებ tbc კაპიტალის ყოველკვირეულ განახლებაში წერია.

„სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.8% შეადგინა, რაც ჩვენს მოლოდინებთან შედარებით უფრო დაბალი მაჩვენებელია. კერძოდ, შიდა მოთხოვნის წინასწარი ინდიკატორები და, ასევე, რეალური ექსპორტის მატება, უფრო 10%-იან ან მეტ ზრდაზე მიუთითებდა. სრული 2022 წლისათვის, თიბისი კაპიტალის ბოლო, 10.2%-ის პროგნოზი კვლავ რეალისტური ჩანს, თუმცა სავარაუდოდ, უფრო ზუსტი დაახლოებით 10%-იანი ზრდის მოლოდინია“ - ნათქვამია მთავარი ეკონომისტის მიმოხილვაში.

ამასთან, კვლევითი ორგანიზაცია ინფლაციის საკითხზეც საუბრობს.

,„ოქტომბრის ინფლაციის შემცირება ჩვენი პროგნოზის შესაბამისი იყო. მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ წლიური ინფლაცია შემცირდა, სექტემბერში 11.5%-დან, ოქტომბერში 10.6%-მდე, არამედ ყოველთვიური ინფლაცია სეზონური ფაქტორების გამორიცხვით პრაქტიკულად ნულოვან ნიშნულზე განისაზღვრა. თუმცა, საბაზო და მომსახურების ინფლაციის მხრივ ნორმალიზება ჯერ კიდევ მოსალოდნელია. მთლიანობაში, თიბისი კაპიტალის ბოლო პროგნოზი 2022 წლის ბოლოსათვის, რომელიც 9.4%-ს შეადგენს, შესაძლოა, მცირედით კონსერვატიული იყოს“ - tbc კაპიტალი .

თამარ მუკბანიანი