უბანი პარკის კონცეფციით და ყველაფერი ერთ სივრცეში - „პარკს თაუნის“ ახალი მრავალფუნქციური კომპლექსი კიკვიძის ბაღთან...

თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, კიკვიძის პარკთან ძალიან ახლოს, სულ რამდენიმე მეტრში, ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება. პროექტი საკმაოდ მასშტაბურია და IV ფაზას მოიცავს. ვეცდებით, მაქსიმალურად ამომწურავად მოგიყვეთ, თუ რა ეტაპზეა ის და რას უნდა ველოდოთ საბოლოოდ.

ოთხივე ფაზის განხორციელების შემდეგ „პარკს თაუნი“ 20 768 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს დაფარავს და მიზნად ისახავს ეკოლოგიურად სუფთა მრავალფუნქციური საცხოვრებელი სივრცის გაჩენას ცენტრთან ახლოს.

იდეა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველ უბანში, პატარა ქალაქის შექმნას ემსახურება. უბანს პარკის კონცეფცია ექნება, რაც გულისხმობს ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეკრეაციული სივრცის, კიკვიძის ბაღის მსგავსად, საცხოვრებელი კომპლექსის ეზოს გამწვანებასა და კეთილმოწყობას.

მართალია, თქვენ რეკრეაციულ ზონასთან ისედაც იცხოვრებთ, თუმცა გექნებათ, არც მეტი, არც ნაკლები, 10 709 კვ.მ მოცულობის დაცული პარკი საკუთარ ეზოში, სადაც რეკრეაციული ზონები, მოსასვენებელი და გასართობი სივრცეები განლაგდება.

1-1-1-1667893872.jpg

ამჯერად პირველი ფაზის, B ბლოკის მშენებლობა მიმდინარეობს. 15-სართულიანი ენერგოეფექტური შენობა, თანამედროვე არქიტექტურით, ექსტერიერითა და ინტერიერით გამოირჩევა. კომპლექსი რამდენიმე წუთის გზაზეა ქალაქის ცენტრთან, მზარდად განვითარებად ცოტნე დადიანის ქუჩაზე, N305-313 -ში. აღნიშნული ბლოკის მშენებლობა კი 2024 წელს დასრულდება.

მაინც რას გთავაზობთ უბანი პარკის კონცეფციით?

კომპანიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჯანსაღი გარემოს შექმნაა, სწორედ ამიტომ, მრავალფუნქციურ კომპლექსში თქვენ დაგხვდებათ საბავშვო თუ სპორტული მოედნები, რაც საშუალებას მოგცემთ, შვილები ჯანსაღ გარემოში გაზარდოთ და თქვენც დაკავდეთ სპორტით. ასევე უბანში დაგხვდებათ ველობილიკიც, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ მწვანე ტრანსპორტით უსაფრთხოდ გასეირნებას.

პროექტის ავტორებს კარგი ამბავი აქვთ შინაური ცხოველების პატრონებისთვისაც - გარე სივრცეში გამოყოფილი იქნება სპეციალური ადგილი, სადაც თქვენი ოთხფეხა მეგობრებიც შეძლებენ სოციალიზაციას და სათანადო ფიზიკური აქტივობებით დაკავდებიან.

2-3-1667893931.jpg

როგორი იქნება შიდა სივრცე?

კომპლექსის შიდა სივრცე მოიცავს, საცურაო აუზსა და ფიტნეს დარბაზს, ასე რომ, თუ სასურველი სპორტ დარბაზის სიშორის გამო ვარჯიშზე წასვლაზე ყოყმანობდით, აქ ცხოვრების შემთხვევაში ეს პრობლემაც მოგვარებული გექნებათ.

შორს წასვლა არც შოპინგისთვის მოგიწევთ, რადგან ადგილზე განთავსდება სუპერმარკეტები, აფთიაქები, კაფე-რესტორნები და სხვა სავაჭრო ობიექტები.

უბანი ასევე ითვალისწინებს მომგებიანი საინვესტიციო გარემოს შექმნას, სწორედ ამიტომ ადგილზე მოეწყობა ბიზნეს სივრცეები, სადაც განთავსდება საოფისე და კომერციული ფართები.

პარკს თაუნი, მისი მრავალფუნქციური კონცეფციიდან გამომდინარე, თითქმის ყველა თქვენს საჭიროებას აკმაყოფილებს. იქნება ეს ვარჯიში, ცურვა, საყიდლებზე სიარული თუ გართობა. ძვირფასი დროის დაკარგვა არ მოგიწევეთ, რადგან ყველაფერი თქვენს უბანში მოიყრის თავს.

(R)