დმიტრო კულება 50 ევროპული და ამერიკული კომპანიის სიას აქვეყნებს, რომელიც რუსეთში მუშაობს და "უკრაინელების გენოციდს აფინანსებს"

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ ის კომპანიები, რომლებიც რუსეთში მუშაობენ, პირდაპირ აფინანსებენ რუსეთის ომის დანაშაულებს და უკრაინელების გენოციდს.

„საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც რუსეთში მუშაობას განაგრძობენ, პირდაპირ აფინანსებენ რუსეთის ომის დანაშაულებს და უკრაინელების გენოციდს. ვიმეორებ ჩემს მოწოდებას მათი მომხმარებლებისა და პარტნიორების მიმართ, გამოუცხადონ ბოიკოტი ამ ბრენდებს, ვიდრე ისინი არ შეწყვეტენ სისხლით მოგების მიღებას და არ დატოვებენ რუსეთს“, - წერს კულება „ტვიტერზე“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი 50 ევროპული და ამერიკული კომპანიის სიას აქვეყნებს, რომლებიც ამ დრომდე განაგრძობენ რუსეთში მუშაობას. ამ კომპანიებს შორისაა : Novartis-ი, Philips-ი, Siemens-ი, Abbot-ი, Johnson & Johnson-ი, P&G, Heidelberg Cement-ი, Nestle, Roche, Danone და სხვა.