ბანკებმა საურავებიდან და ჯარიმებიდან 9 თვეში 69,8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს

კომერციულმა ბანკებმა 2022 წლის 9 თვის განმავლობაში, საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 69,869 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.

როგორც კომერციული ბანკების 2022 წლის მესამე კვარტლის ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „საქართველოს ბანკმა“ მიიღო - 16,109 მლნ ლარი. ხუთეულში არიან: „კრედო ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“ და „ქართუ ბანკი“.

საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული ყველაზე მეტი შემოსავლით, ტოპ-5 ბანკის ჩამონათვალი ასეთია:

  • „საქართველოს ბანკი“ - 16 109 524 ლარი
  • „კრედო ბანკი“ – 14 329 839 ლარი
  • „თიბისი ბანკი“ -13 327 807 ლარი
  • „ქართუ ბანკი“ – 12 241 153 ლარი
  • „ლიბერთი ბანკი“ – 8 811 479 ლარი

რაც შეეხება სხვა ბანკებს, მონაცემები ასე გამოიყურება: „ხალიკ ბანკი საქართველო“ – 1 829 485 ლარი; „ტერა ბანკი“ – 1 967 035 ლარი; „პროკრედიტ ბანკი“ – 458 228 ლარი; „პაშა ბანკი“ – 588 591 ლარი; „ზირაათ ბანკი“ – 160 951 ლარი და „სილქ ბანკი“ – 45 309 ლარი, " ბაზის ბანკი" - 3 115 262 ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, „იშ ბანკი საქართველოს“ და „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ჯარიმებიდან და საურავებიდან შემოსავალი არ მიუღიათ.

ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 14 კომერციული ბანკი ოპერირებდა.

ნინი ქეთელაური