აჭარის მთავრობა სერგო თურმანიძის ოჯახს მატერიალურ დახმარებას გაუწევს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან სერგო თურმანიძეს და მის ოჯახს მატერიალური დახმარება გაეწევა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოჯახი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში ირიცხება და ჩართულია სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში.

„მოზარდი და-ძმასთან და დედასთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.