ევროპის ცენტრალური ბანკის ახალ შენობას ანტიგლობალისტებისგან პოლიციის კორდონი იცავს

გერმანიის ქალაქ მაინის ფრანკფურტში ევროპის ცენტრალური ბანკის ახალ შენობას პოლიციის კორდონი იცავს.

"ბიბისის" ცნობით, ახალი შენობის გახსნა დღეს იგეგმება. პარალელურად, ანტიკაპიტალისტი და ანტიგლობალისტი აქტივისტები დემონსტრაციის გამართვას აპირებენ. სამართალდამცველები შიშობენ, რომ შესაძლოა, რამდენიმე აქტივისტმა პროვოკაციულ ქმედებას მიმართოს, რის გამოც სრულ მზადყოფნაშია ვერტმფრენები და წყლის ჭავლის მანქანები.

ევროპის ცენტრალური ბანკის ახალი შენობა 1.4 მილიარდი დოლარი დაჯდა და ის ევროპის ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს.