ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 633,8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს

2022 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით, კომერციულმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 633 898 814 ლარის შემოსავალი მიიღეს. ამის შესახებ სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კომერციული ბანკების ანგარიშგებაშია აღნიშნული.

ამავე მონაცემებით, ვალუტის გაცვლიდან მიღებული შემოსავლის მოცულობის მიხედვით, ტოპ ხუთ ბანკში შედის:

  • "საქართველოს ბანკი" – 293 253 669 ლარი
  • "თიბისი ბანკი" – 234 367 178 ლარი
  • "ლიბერთი ბანკი" – 26 422 676 ლარი
  • "პროკრედით ბანკი" – 21 643 572 ლარი
  • ბაზის ბანკი - 14 945 517 ლარი

სხვა კომერციული ბანკების მიერ ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი ასე გამოიყურება:

"ტერაბანკი" – 13 658 490 ლარი, "პაშა ბანკი" - 13 214 707 ლარი, "ქართუ ბანკი" - 6 335 099 ლარი; "ხალიკ ბანკი" - 4 576 023 ლარი; "იშ-ბანკი საქართველო" - 2 729 616 ლარი; "ზირაათ-ბანკი" - 1 732 211 ლარი; "სილქ ბანკი" – 1 020 056 ლარი.

რაც შეეხება „კრედო ბანკს“, 2022 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, 1,262 მლნ ლარის ზარალზე გავიდა, ხოლო „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ - 26,716 მლნ ლარის.

2022 წლის მესამე კვარტალში ბაზარზე სულ 14 კომერციული ბანკი ოპერირებდა.

ნინი ქეთელაური