დოლარის გაუფასურების ფონზე ოქრო ძვირდება

სამშაბათს მიმდინარე ვაჭრობისას ოქროს ფასი გაიზარდა, აღნიშნული კი პირდაპირ კავშირშია ამერიკული დოლარის გაუფასურებასთან.

ნიუ-იორკის NYMEX ბირჟაზე თბილისის დროით 21:48 საათისთვის ერთი უნცია ოქროს ფასი 2,2%-ით გაიზარდა და 1 717 დოლარი შეადგინა. ბოლოს 1700 დოლარად ვაჭრობა 7 ოქტომბერს დასრულდა, - წერს MarketWatch.

რაც შეეხება ვერცხლს, ის 3%-ით გაძვირდა და უნციაზე 21,54 დოლარი შეადგინა.

პალადიუმის ფასი კი 1,6%-ით გაიზარდა 1 927 დოლარამდე უნციაზე, ხოლო პლატინა 2,5%-ით გაძვირდა 1 013,7 დოლარამდე უნციაზე.

როგორც ცნობილია, გუშინ დოლარი მსოფლიოს 6 ძირითად ვალუტასთან მიმართებით 0.6%-ით გაუფასურდა.

კოკა კვირკველია