"საქართველოს ბანკში" სწრაფი ფულადი გზავნილის მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებელი საჩუქარს მიიღებს

"საქართველოს ბანკში" სწრაფი ფულადი გზავნილის მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებელი საჩუქრად სასაუბრო დროს მიიღებს.

ბანკის ცნობით, 15 ივნისამდე, "საქართველოს ბანკში" ნებისმიერი სწრაფი ფულადი გზავნილის სისტემით ყოველ მესამე გაგზავნილ ან მიღებულ გზავნილზე, მომხმარებელი საჩუქრად 5 ლარის სასაუბრო დროს მიიღებს. მათივე ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობისთვის, ფულადი გზავნილით თანხის გაგზავნა ან მიღება ნებისმიერი მიმართულებითაა შესაძლებელი. მობილურის ბალანსი მომხმარებელს ავტომატურად შეევსება, მესამე გაგზავნილი ან მიღებული გზავნილის განხორციელებიდან.

როგორც ბანკში აცხადებენ, "საქართველოს ბანკი" მომხმარებელს სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემების დიდ არჩევანს სთავაზობს, მსოფლიოს ყველა მიმართულებით. "საქართველოს ბანკის" მომხმარებელს, სწრაფი ფულადი გზავნილის მიღება სერვისცენტრის გარდა, სატელეფონო ცენტრის, ბანკომატის და Epay-ის ონლაინ გადახდების ვებგვერდის, მეშვეობით შეუძლია. ამასთან, მომხმარებელს მარტივად შეუძლია გამოგზავნილი თანხის ჩარიცხვა საკუთარ ანგარიშზე.