ჟურნალმა Wanderlust საქართველო 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა

Most Desirable Emerging Destination ჯილდო Wanderlust-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩს გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გავლენიანი ბრიტანული გამოცემა მოგზაურობის შესახებ სტატიებსა და გამოკითხვებს ამზადებს.

„ყოველწლიურად ბრიტანული გამოცემა საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ასახელებს. Wanderlust მკითხველს ეხმარება მოგზაურობის დაგეგმვაში, საიტის საშუალებით ინფორმაციას უზიარებს მიმართულებების შესახებ. სოციალურ ქსელებში Wanderlust-ს 200 ათასამდე გამომწერი ჰყავს, თითოეულ მასალას კი 100 ათასამდე ადამიანი კითხულობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.