“ჩვენი ძირითადი მიზანი იყო, შეგვექმნა ხელმისაწვდომი, მარტივი, ინტუიტიური ინტერფეისი საბაზისო მოდულებითა და მოდულებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობით..."

WEBHR.GE 2021 წელს შეიქმნა და ამავე წელს ჩაუშვა ბაზარზე cloud ტიპის პროდუქტი, რომელზე წვდომაც მომხმარებელს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია.

კომპანიის დამფუძნებელია ზაქარია ხითარიშვილი. მას აქვს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისა და მართვის 15-წლიანი გამოცდილება. ამ ხნის განმავლობაში, იგი იყო IT პროექტების მმართველი, მუშაობდა ციფრულ მარკეტინგში, USABILITY-სა და SEO-ში. ასევე 250-ზე მეტ პროექტზე, ვებ-პლატფორმების, ERP სისტემების, მობილური აპლიკაციებისა და Facebook აპლიკაციების შექმნის მიმართულებით:

“ჩვენი ძირითადი მიზანი იყო, შეგვექმნა ხელმისაწვდომი, მარტივი, ინტუიტიური ინტერფეისი საბაზისო მოდულებითა და მოდულებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობით, რომელიც მოთხოვნებს დაუკმაყოფილებდა, პროცესებს გაუმარტივებდა და რესურსებს დაუზოგავდა მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს.

WEBHR.GE-მ მოახერხა და შექმნა ასეთი პროდუქტი ბაზარზე სხვა კომპანიებისგან განსხვავებით გაცილებით დაბალ ფასად.

ამჟამად, პროდუქტი მოიცავს ხუთ, ადმინისტრირების, რეკრუტინგის, დასწრების, ტაბელისა და კონტრაქტის მოდულებს.

WEBHR.GE-ს პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული გუნდი მუდმივად ზრუნავს პროდუქტის ფუნქციონალის გაუმჯობესებაზე, მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე, სერვისის სიმარტივესა და სიმსუბუქეზე.

2021 წელს WEBHR.GE-მ პირველ დიდ წარმატებას მიაღწია და GITA-ს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულ 20 სტარტაპს შორის საპატიო ადგილი დაიკავა. გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ.

კომპანიის ჩამოყალიბებამ და მსგავსი ინოვაციური პროდუქტის შექმნამ, გააჩინა საჭიროება, სწორად წარსდგეს და დაპოზიციონირდეს ბაზარზე, გააცნოს პროდუქტი მომხმარებელს და მათ გამოცდილებაზე დაყრდნობით კიდევ უფრო სრულყოს იგი.

ჩვენი გუნდის მიზანია, გავიზარდოთ და გავხდეთ მსოფლიო დონის პროდუქტების მწარმოებელი IT კომპანია".

(R)