გარემოს ეროვნულ სააგენტოს საველე პორტატული გეოლოგიური აპარატურა გადაეცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტს საველე პორტატული გეოლოგიური აპარატურა გადაეცა, რაც საველე გეოლოგიური კვლევების დროს სპეციალისტების შესაძლებლობების გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ფიცხელაური ესწრებოდა, სადაც სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ წარმოდგენილი იყო მოხსენებები თემაზე - გეოლოგიის დეპარტამენტის საქმიანობისა და საველე სამუშაოების შესახებ.

აღნიშნული ღონისძიება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, „კატასტროფების რისკის მართვის გლობალური ინიციატივის“ (GIDRM) პროექტის ფარგლებში გაიმართა.