ტოპ-3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების გაყიდვები ყველაზე მეტად გაიზარდა

2022 წლის სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში უძრავი ქონების ღირებულება 20%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის სექტემბრის მონაცემებით, დედაქალაქში 1 კვ.მეტრის ყიდვის საშუალო ღირებულება 967 აშშ დოლარს შეადგენს.

ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, 2022 წლის სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში ქირის ფასი 74%-ით არის გაზრდილი. მათივე ცნობით, წელს სექტემბერში ქირის ფასი 1კვ.მეტრზე 9 აშშ დოლარია.

რაც შეეხება ტრანზაქციებს, უძრავი ქონების გაყიდვები სექტემბერში 30%-ით გაიზარდა. კვლევის თანახმად, სექტემბერში თბილისში 3 788 ტრანზაქცია დაფიქსირდა.

კვლევის თანახმად, სექტემბერში ტრანზაქციები ყველაზე მეტად 94%-ით გაიზარდა კრწანისში, მას მოსდევს მთაწმინდა, სადაც ტრანზაქციები 67%-ით არის გაზრდილი, ხოლო ტოპ-3 რაიონს შორის ბოლო პოზიციაზეა დიდი დიღომი, სადაც ტრანზაქციები წლიურად 44%-ით გაიზარდა.

თაია არდოტელი