ქეთევან დედოფლის გამზირი ტურისტულად განსაკუთრებულად მიმზიდველი, ხოლო ისნის რაიონის მცხოვრებლებისთვის გადაადგილება კომფორტული გახდება

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, რეაბილიტირებული პროსპექტი ტურისტულადაც განსაკუთრებულად მიმზიდველი გახდება.

„მოხარული ვარ, რომ ჩემს სამაჟორიტარო რაიონში მსგავსი მასშტაბის პროექტი განხორციელდა, რომელმაც დედაქალაქის იერსახე შეცვალა, მოდერნისტული, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გამზირი გახადა. ამასთან, რეაბილიტირებული პროსპექტი ტურისტულადაც განსაკუთრებულად მიმზიდველი და ისნის რაიონის მცხოვრებლებისთვის გადაადგილებაც მეტად კომფორტული, გამარტივებული გახდება“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ქეთევან დედოფლის გამზირზე პროექტით გათვალისწინებული ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც კვირის ბოლომდე დასრულდება და გზის სავალი ნაწილი ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ორშაბათს მთლიანად გაიხსნება.