„ეფეს საქართველომ“ PechaKucha Night-ის ღონისძიებაზე ახალი ანტერპრენერული პროგრამა  წარადგინა

“ეფეს საქართველომ“ „სტარტაპ ბიუროსა“ და „იმპაქტ ჰაბ თბილისთან“ ერთად PechaKucha Night Tbilisi-ის ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებაზე „ეფეს საქართველომ“ ანტერპრენერული პროგრამა წარადგინა.

ღონისძიების კონცეფციაა „Going Green“. სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს, თუ როგორ ცდილობს მათი ორგანიზაციები უკეთესობისკენ შეცვალონ საქართველო, რეგიონი და მსოფლიო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი თითოეული კომპანია ხელს უწყობს, მსოფლიო გახდეს უფრო მწვანე და ცდილობს უკეთესი გახადოს სამყარო ადამიანების ჩვევების ცვლილებით. PechaKucha Night-ზე ასევე განიხილეს კრეატიული იდეები და ინიციატივები, რომ მსგავსმა აქტივობებმა უფრო თვალსაჩინო შედეგები გამოიღოს.

“ეფეს საქართველოსთვის“ მდგრადი განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კომპანია ამჟამად მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს გარემოსა და რესურსების დაცვას, ასევე, საქართველოს მომავალი თაობისთვის გარემოს გაუმჯობესებას. მდგრადი განვითარება, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, “ეფესის“ პრიორიტეტია.

„ეფეს საქართველოს“ ანტერპრენერული პროგრამა მიზნად ისახავს, დაეხმაროს ქართველ მეწარმეებს ქვეყნის მდგრად განვითარებაში. კომპანია ახორციელებს სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტს, რომლებიც მოიცავს ჩამდინარე წყლის წმენდას, პლასტმასის გამოყენების შემცირებას, ენერგოეფექტურობას და ა.შ.

„ეფეს საქართველომ“, როგორც პასუხისმგებლიანმა კომპანიამ, გადავწყვიტეთ, წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში, რადგან ინდუსტრია ინოვაციური ეკოსისტემის ერთ-ერთი ორგანული ნაწილია. იმდენად ფრაგმენტულია ჩვენს ქვეყანაში ეს საკითხი, რომ კორპორაციების ჩართვა ამ საქმეში წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყიტეთ დავიწყოთ ახალი ანტერპრენერული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს იმ იდეების შეგროვებას გარემოს დაცვის, ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით, რომლის აქსელერაციასაც და სტარტაპებად გადაქცევასაც „ეფეს საქართველო“ დააფინანსებს,“ - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

PechaKucha-ს შესახებ

PechaKucha 2003 წელს იაპონიაში, ცნობილი არქიტექტორების, ასტრიდ კლეინისა და მარკ დითამის მიერ დაარსდა. თავად სიტყვა PechaKucha იაპონური წარმოშობისაა და ინგლისურად “chit-chat” ითარგმნება.

ამ დროისთვის, PechaKucha Nights თითქმის 1300 ქალაქში ტარდება. ღონისძიებას არაფორმალური, სახალისო შეკრების კონცეფცია აქვს, სადაც იკრიბებიან კრეატიული ადამიანები, ნოვატორები, მეწარმეები და ერთმანეთს თავიანთ იდეებს, პროექტებსა და აზრებს უზიარებენ PechaKucha 20x20 ფორმატში.

PechaKucha 20x20 პრეზენტაციის ფორმატი 20 სურათისგან შემდგარ სლაიდშოუს გულისხმობს, რომლებიც წამებში იცვლება. სლაიდშოუ უწყვეტია და თითოეულ მონაწილეს თავისი ისტორიის მოსაყოლად 400 წამი აქვს.

„ეფეს საქართველოს“ შესახებ

„ეფეს საქართველო“ “ეფესის ლუდსახარშების საერთაშორისო ჯგუფის” (EBI) წარმომადგენლობაა საქართველოში, რომელიც აწარმოებს “ნატახტარის” ლუდსა და ლიმონათს და ასევე სხვადასხვა ადგილობრივ თუ ლიცენზირებულ ლუდს ქართული ბაზრისთვის.

„ეფეს საქართველო” ქართული ლუდის და ლიმონათის ბაზრის ლიდერია. კომპანია საექსპორტო ბაზრებზე წარმოდგენილია 2006 წლიდან. ამჟამად ლუდისა და ლიმონათის ექსპორტი ხდება 21 ქვეყანაში.

„სტარტაპ ბიუროს“ შესახებ

„სტარტაპ ბიურო“ მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო თუ საჯარო სექტორებთან, რათა მათი ჩართულობით წარმატებით დანერგონ ქვეყანაში ჰაკათონები, ბიზნეს ბანაკები, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები, ტრენინგები, კონფერენციები და სხვა უნარ-ჩვევებისა თუ შესაძლებლობების განვითარების პროგრამები მეწარმეებისთვის, ინოვატორებისა და შემოქმედებისათვის.

(R)