Hyundai Santa Fe Hybrid - საოჯახო SUV-ი უკვე ჰიბრიდული ძრავით

ჰიუნდაი ავტო საქართველოს შოურუმში მალე Hyundai Santa Fe ჰიბრიდული ძრავით იქნება ხელმისაწვდომი. Santa Fe ერთ-ერთი გამორჩეული SUV-ია, განსაკუთრებით კი საოჯახო მოგზაურობებისა და თავგადასავლებისთვის.

Santa Fe ჰიუნდაი ავტო საქართველოს შოურუმში ბენზინისა და დიზელის ძრავებით იყო წარმოდგენილი, ახლა კი მომხმარებელი სანტა ფეს ჰიბრიდული ვერსიის შეძენასაც შეძლებს. Santa Fe ჰიბრიდული ძრავით ბენზინის ძრავისა და ელექტრო სისტემის კომბინირებული მუშაობით მნიშვნელოვნად ამცირებს საწვავის დანახარჯს და მაქსიმალურ ეფექტურობას უზრუნველყოფს.

როგორც ჰიუნდაის ყველა ავტომობილზე, სანტა ფე-ზეც მოქმედებს 5 წლიანი გარანტია ულიმიტო გარბენით, ხოლო ჰიბრიდული სისტემის ელემენტებზე გარანტია 7 წელი ან 150 000 კმ-ია.

სანტა ფე-ზე ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ აჭარა მოტორსშიც, რომელიც 2022 წლის ივნისიდან ჰიუნდაი ავტო საქართველოს ოფიციალური დილერია.

ექსტერიერი

სანტა ფეს ექსტერიერის მნიშვნელოვანი დეტალია ჰიუნდაისთვის დამახასიათებელი მასიური რადიატორის ცხაურა, რომელიც ავტომობილის წინა ნაწილის დაახლოებით ორ მესამედს მოიცავს. ცხაურის დიზაინს აგრძელებს ორ ნაწილად გაყოფილი მთავარი, ოთხკუთხედი ფორმის მაშუქები, განათების ელემენტებს კი T-ს ფორმა აქვს. მაშუქები მნიშვნელოვანი დამახასიათებელი დეტალია ავტომობილის უკანა მხარისთვისაც.

ინტერიერი

სანტა ფე-ს ინტერიერი დიზაინის დახვეწილი დეტალებით, კომფორტისა და უახლოესი ტექნოლოგიებით გამოირჩევა.

ssss-1668060574.jpg

ინტერიერი აღჭურვილია:

  • 8 დიუმიანი სენსორული მონიტორით;
  • 10.25 დიუმიანი ციფრული მაჩვენებლების დაფით;
  • Krell-ის პრემიუმ აუდიოსისტემით;
  • სწრაფი უსადენო დამტენებით.
  • Apple Carplay-სადა Android Auto უკაბელო მხარდაჭერით;
  • მძღოლის სავარძლის მეხსიერებით;
  • პანორამული ჭერით;

უსაფრთხოება

Santa Fe-ში ინტეგრირებულია Hyundai-ს თანამედროვე უსაფრთხოების სისტემა SmartSense-ი.

SmartSense-ის რამდენიმე ფუნქცია:

manq-1668060634.jpg

  • ავტომატური საგანგებო დამუხრუჭება შეჯახების თავიდან ასაცილებლად-ქვეითისა და ველოსიპედით მოძრავი ადამიანის ამომცნობი სენსორი;
  • უხილავი ზონიდან ავტომობილის მოახლოების სენსორი;
  • უხილავი ზონის პროექცია საინფორმაციო დაფაზე;
  • დისტანციური პარკირების დამხმარე სისტემა;
  • ადაპტირებადი კრუიზკონტროლი;
  • ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა;
  • მოხვევისას წინიდან შეჯახების აცილების დამხმარე სისტემა

Santa Fe ჰიბრიდის შეძენა ან დაჯავშნა ჰიუნდაი ავტო საქართველოს შოურუმში ან აჭარა მოტორსის ცენტრში შეგიძლიათ. ანგარიშსწორებას კი შეძლებთ, როგორც ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე სასესხო პროდუქტების გამოყენებით.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს https://bit.ly/3E7KFI7,

„ჰიუნდაი ავტო საქართველო -ს სათაო ოფისი, შოუ რუმსა და სერვის ცენტრთან ერთად, რომლებიც უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და ტექნიკური მომსახურების ფართო ასორტიმენტს მოიცავს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანის #204-ში მდებარეობს.

აჭარა მოტორსის მისამართია: მემედ აბაშიძის I შესახვევი, N2, ქობულეთი. დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით აჭარა მოტორსის ცენტრს ნომერზე: 032 2 02 22 00 ან ესტუმრეთ ფეისბუქ გვერდს: Adjara Motors

(R)