ტაივანური TSMC მიკროჩიპების ქარხანას არიზონაში ააშენებს

ტაივანური კომპანია Taiwan Semiconductor Manufacturing Co (TSMC), რომელიც მსოფლიოში მიკროსქემების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა, აპირებს გახსნას კიდევ ერთი საწარმო ამერიკის შტატ არიზონაში. ქარხანა დაკავდება მიკროჩიპებისა და ნახევარგამტარების წარმოებით - წერს The Wall Street Journal.

გამოცემის ცნობით, ინვესტიციის მოცულობა იქნება იმდენივე, რამდენიც კომპანიამ არიზონაში განხორციელებულ პირველ პროექტში ჩადო. ეს იყო 12 მლრდ დოლარი. კომპანია ახალი საწარმოს მშენებლობასაც პირველის გვერდით აპირებს, რომელიც ქალაქ ფენიქსთან ახლოს მდებარეობს.

როგორც წყარო აცხადებს, ტაივანური კომპანია გეგმავს მიკროჩიპების ყველაზე მოწინავე 3-ნანომეტრული ტექნოლოგიით გამოცემას.

ქარხნის მშენებლობის დაწყების ცერემონია დეკემბერში გაიმართება, ხოლო მასობრივი წარმოება 2024 წლიდან დაიწყება.

TSMC აქციების ფასმა, ამ ინფორმაციის ფონზე, 4,5%-ით მოიმატა, ჯამში კი წლის განმავლობაში 32%-ით არის გაზრდილი.

კოკა კვირკველია