ბაიდენი - ხელისუფლება მასკის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით უნდა დაინტერესდეს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თვლის, რომ ამერიკის ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს ილონ მასკის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით. შესაბამისი განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა კითხვაზე, რომელიც ეხებოდა Twitter-ში საუდის არაბეთის წილზე.

„ვფიქრობთ, ილონ მასკის თანამშრომლობა თუ ტექნიკური კავშირები სხვა ქვეყნებთან საჭიროებს შესწავლას, მიუხედავად იმისა, აკეთებს თუ არა ის რაიმეს არაგამიზნულად და გაუაზრებლად. მე არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ ვამბობ, რომ ეს საკითხი ვფიქრობ იმსახურებს შესწავლას“, - განაცხადა ამერიკელმა ლიდერმა.

მანამდე გაზეთმა The Washington Post წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული უცხოური ინვესტიციების კომიტეტის თანამშრომლები არკვევენ, აქვთ თუ არა შესაბამისი უფლებამოსილება განახორციელონ შემოწმება მასკის მხრიდან Twitter-ის შეძენასთან დაკავშირებით. ამ კომიტეტის მოვალეობაში შედის განიხილონ ცალკეული შეთანხმებები, რომლებიც მოიცვას უცხოურ ინვესტიციებს ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, და ხომ არ მოდის ისინი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასთან წინააღმდეგობაში.

მანამდე კონექტიკუტელმა სენატორმა ქრის მერფიმ კომიტეტს გაუგზავნა მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ საუდის არაბეთმა შეიძინა Twitter-ის წილი. მას არ დაუკონკრეტებია, კერძოდ რომელ არაბულ სტრუქტურებზეა საუბარი. მანამდე საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრმა პრინცმა ალ ვალიდ ბენ თალიალ ალ საუდმა განაცხადა, რომ მას ეკუთვნოდა წილი Twitter-ში, რომელიც 1,89 მლრდ დოლარად იყო შეფასებული. მანვე აღნიშნა, რომ ის შეინარჩუნებს ამ წილს ილონ მასკის შეძენის შემდეგაც.

კოკა კვირკველია