„საგზაო რუკა“ უკვე არსებობს - ყაზახეთი 2023 წლიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1,5 მილიონ ტონა ნავთობს  გადაზიდავს

ყაზახეთმა 2023 წლიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის გადაზიდვაზე შეთანხმება გააფორმა, რაც, ასევე, 6-6,5 მილიონ ტონამდე გაზრდის პერსპექტივას ითვალისწინებს. ამის შესახებ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვმა განაცხადა, რასაც „ინეტრფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით 1,5 მილიონ ტონა ნავთობის გადაზიდვას დავიწყებთ. ასევე, მუშავდება მისი შემდგომი გაზრდის შესაძლებლობა 6-6,5 მილიონ ტონამდე,“ - აცხადებს სმაილოვი.

მისი თქმით, ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის სპეციალური „საგზაო რუკა“ შეიქმნა. კერძოდ, ეს არის მიმართულება აქტაუს პორტით ბაქოს პორტამდე, იქიდან კი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ბაქო-სუფსას და ბაქო-ბათუმის მიმართულებით ტრანსპორტირება, სადაც, სმაილოვის თქმით, ყაზახეთი საპორტო ტერმინალს ფლობს. ამ მიმართულებების გარდა, პრემიერი ატირაუ-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალსაც ასახელბს.

„ამჟამად ყველა ამ მიმართულებით ნავთობის საექსპორტო პოტენციალის გაფართოებასა და გაზრდაზე მუშაობა მიმდინარეობს,“ - აცხადებს ყაზახეთის მთავრობის მეთაური.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ