რუსეთის მოქალაქეს ფულადი ჯარიმა დაეკისრა

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვები პუნქტის "ყაზბეგის" ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებულ ავტობუსში სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, 4372,5 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ავტობუსს მართავდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რ.კ., რომელსაც, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით 4372,5 ლარის ოდენობის ფულადი ჯარიმა შეეფარდა.