მიიღე ამანათი უკვე ღამის 01:00 საათამდე - შეუკვეთე პროდუქტები 14 კატეგორიიდან VELI.store-ზე

იმისთვის, რომ დღე თავისუფლად დაგეგმოთ და დრო თქვენი სურვილების მიხედვით მართოთ, VELI.store-ზე მიწოდების ახალი ინტერვალი დაემატა. შეკვეთის მიღებას ახლა უკვე ღამის 01:00 საათამდე შეძლებთ.

საყიდლების ციფრული ველი ერთ სივრცეში 14 განსხვავებულ კატეგორიასა და 29 ათასამდე უნიკალურ პროდუქტს აერთიანებს, რაც გულისხმობს, რომ აქ ყოველთვის იპოვით ყველაფერს, რაც მოგესურვებათ.

მათ შორის ტექნიკას, სავარჯიშო აქსესუარებს, სილამაზისა და თავის მოვლის პროდუქტებს, სათამაშოებს ნებისმიერი ასაკისთვის, უალკოჰოლო და ალკოჰოლურ სასმელებს, ცხოველების საკვებსა და აქსესუარებს, სახლის მოვლის საშუალებებს, საბავშვო ფორმულასა და საკვებს, მშობლებისთვის პრაქტიკულ ნივთებს, დეკორაციებს, ტექსტილსა და იდეალურ საჩუქრებს.

მიწოდების ახალი ინტერვალი განსაკუთრებით კომფორტული იმ ადამიანებისთვის იქნება, რომლებიც გვიან ახერხებენ სახლში ყოფნას და შესაბამისად საღამოს საათებში აღმოაჩენენ, რა სჭირდებათ. მსგავსი კატეგორიის მომხმარებლებს უკვე აღარ მოუწევთ ლოდინი მეორე დღისთვის და 21:30-მდე შეკვეთილ პროდუქტებს იმავე დღეს მიიღებენ.

“veli.store ცდილობს შეამციროს როგორც პლატფორმაზე გატარებული, ისე შეკვეთის გაცემიდან ამანათის მიღებამდე გასული დრო, რადგან სანაცვლოდ მომხმარებლისთვის გათავისუფლებული დრო გაიზარდოს” - მარიამ ცანავა, VELI.store-ის ბრენდ ლიდი.

მიწოდების ახალი დროის ინტერვალიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მისი დახმარებით, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, მომხმარებლები შეძლებენ დრო დასვენებასა და განტვირთვას დაუთმონ და არა მაღაზიებში სასურველი პროდუქტების ძიებას.

ეს სიახლე იდეალურია იმ შემთხვევებისთვისაც, როდესაც საჩუქრის შეძენას დროულად ვერ ახერხებთ. ამ დროს იმის მაგივრად, რომ დააგვიანოთ მეგობრებთან შეხვედრა, სასურველ ნივთს ველიზე შეარჩევთ, შეფუთავთ და გააგზავნით მისამართზე - ეს ყველაფერი სრულიად უფასოა.

VELI.store-ზე მომხმარებელი მისთვის ნაცნობ ბრენდებთან ერთად, 4000-მდე ექსკლუზიურ პროდუქტს აღმოჩენს, რომელთა შეძენა საქართველოში მხოლოდ აქ შეგიძლიათ. მათ შორისაა მსოფლიოში ბევრისთვის საყვარელი ბრენდი “Kikkerland”, რომელიც გამორჩეული დიზაინის მქონე პრაქტიკულ და ორიგინალურ ნივთებს ქმნის. GAIAM & TRX ამაზონის რჩეული ბრენდებია, რომლებიც მომხმარებელს სავარჯიშო აქსესუარების დიდ არჩევანს სთავაზობს.

საუკეთესო ონალაინ შოპინგის გამოცდილებისთვის ნახე VELI.store.

(R)