აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ფისკალური მედეგობის განვითარებისთვის 100-მილიონიანი სესხი დაამტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) პოლიტიკაზე დაფუძნებული 100-მილიონის ოდენობის სესხი საქართველოს ფისკალური მენეჯმენტის, კაპიტალის ბაზრებისა და საპენსიო სისტემის რეფორმების ხელშესაწყობად დაამტკიცა.

„აზიის განვითარების ბანკის“ ცნობით, ფისკალური მედეგობისა და სოციალური დაცვის პროგრამის მეორე ქვეპროგრამა, 2020 წელს დამტკიცებული პირველი ქვეპროგრამის შედეგებზე დაფუძნებით განხორციელდება.

„აზიის განვითარების ბანკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანაახმად, პირველი ქვეპროგრამა კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

იხილეთ ინფორმაცია ვრცლად: