Mazda რუსეთს სრულად ტოვებს

იაპონური საავტომობილო კომპანია Mazda რუსეთის ბაზარს სრულად ტოვებს. კომპანიამ მისი რუსული წარმომადგენლობა მიყიდა Соллерс ჯგუფს, საუბარია ვლადივასტოკის ქარხანაზე, რომელიც ამა წლის გაზაფხულამდე აწარმოებდა ისეთ მოდელებს, როგორებიცაა Mazda6, CX-5 და CX-9. შეთანხმების მოცულობა მხოლოდ 1 ევროა და ის ითვალისწინებს კომპანიის მხრიდან ამ აქტივის უკან დაბრუნებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში. რუსეთის ბაზრის დატოვება Mazda-მ 82 მლნ ევროს დანაკარგად შეაფასა. Соллерс კი თავის მხრივ, აპირებს ამ ქარხანაში სხვა ავტომობილების წარმოებას, თუმცა რომელი ბრენდის, ეს ჯერ არ კონკრეტდება.

Mazda-ს მიერ რუსეთის დატოვების შესახებ ხმები სექტემბრიდან ვრცელდება. ვლადივასტოკის ქარხანა უკვე ნახევარ წელიწადზე მეტია გაჩერებული. ქარხანა, რომელიც 2012 წლიდან მოქმედებს, წლიურად 100 ათას ავტომობილს აწარმოებს, მასში კომპანიას 10 მლრდ რუბლის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ვლადივასტოკშივეა კომპანიის ძრავების ქარხანაც.

შედეგად, Mazda შეუერთდა იმ ავტომწარმოებლებს, რომლებაც დატოვეს რუსეთის ბაზარი, ესენი არიან - Renault, GM, Mercedes-Benz, Ford, Toyota და Lexus, Nissan და Infiniti. ცნობილი გახდა, რომ ბაზრის დატოვებაზე ასევე ფიქრობენ Isuzu. ხოლო Kia ასეთ ნაბიჯს მხოლოდ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავს, ხოლო Hyundai ემზადება მისი პეტერბურგული ქარხნის კონსერვაციისთვის.

კოკა კვირკველია