აშშ-ში ინფლაციური პროცესები შენელდა

2022 წლის ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები 7,7%-მდე შემცირდა, რაც მინიმალური მაჩვენებელია 2022 წლის იანვრის შემდეგ. შედეგად კი ის უფრო ნაკლებია, ვიდრე ოქტომბრის 8,2%-იანი ინფლაცია და ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდევ 8%-ზე ნაკლები.

უფრო კონკრეტულად კი ოქტომბერში აშშ-ში ენერგომატარებლებზე 17,6% შეადგინა, საკვებ პროდუქტებზე - 10,9%, საცხოვრებელზე - 6,9% სამედიცინო მომსახურებაზე - 5%, ახალ ავტომობილებზე კი 8,4%.

აღნიშნილი ინფორმაციის გავრცელებამ კი ამერიკისა და ევროპის საფონდო ბრიჟებზე კომპანიების აქციების ზრდა გამოიწვია. ამერიკულ საფონდო ბირჟებზე 2020 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი ნახტომი დაფიქსირდა

Dow Jones Industrial Average-ის ინდექსი გუშინ 3,7%-ით გაიზარდა, Standard & Poor's 500-ის ინდექსი კი 5,54%-ით, ხოლო Nasdaq Composite-მა მთელი 7,35%-ით მოიმატა.

2,75%-ით გაიზარდა ევროპის რეგიონის უმსხვილესი ინდექსის Stoxx Europe 600-ის მაჩვენებელი, ხოლო ბრიტანული FTSE 100-ის ინდექსი 1,08%-ით. გერმანული DAX - 3,51%, ფრანგული САС 40 - 1,96%. იტალიური FTSE MIB-ის და ესპანური IBEX 35-ის ინდექსები შესაბამისად 2,6% და 1,2%-ით გაიზარდა.

კოკა კვირკველია