გაფორმების ეკონომიკურ ზონაში - "აეროპორტი" საქონლის გაფორმების პროცედურა შეაჩერეს

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში - "აეროპორტი" საქონლის გაფორმების პროცედურა შეაჩერეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს გაფორმების ეკონომიკური ზონა "აეროპორტის" თანამშრომლებმა კომპანიის მიერ 16 მარტს იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული საქონლის 64 ცალი მაჯის საათის გაფორმების პროცედურები შეაჩერეს. აღნიშნული საქონელი ნიშანდებულია OMEGA-ს სასაქონლო ნიშნით და შემოსავლების სამსახურის ვარაუდით, წარმოებულია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში შეტანილი სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებების დარღვევით.

"ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საბაჟო დეპარტამენტმა საქონლის გაფორმების პროცედურები 10 სამუშაო დღით შეაჩერა. ინფორმაცია საქონლის შეჩერების შესახებ საქონლისა და სასაქონლო ნიშნის მფლობელებს ეცნობა.