აბუ-დაბის აეროპორტში მფრინავი ტაქსი გამოჩნდება

გაერთიანებული არაბეთის საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში უახლოეს მომავალში მფრინავი ტაქსის სერვისი ამოქმედდება. ეს აეროტაქსი სინამდვილეში იქნება ელექტრო აპარატი eVTOL, რომელთაც შეეძლებათ ვერტიკალური აფრენა და დაფრენა და მგზავრებისა და ტვირთის გადაზიდვა.

პროექტს სრულად ახორციელებს ფრანგული Groupe ADP, რომელიც საფრნაგეთში სამ აეროპორტს მართავს. როგორც Arabian Business წერს, მხარეებს შორის თანამშრომლობის და ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.

კომპანიები Abu Dhabi Airports და ფრანგული Groupe ADP ერთობლივად გეგმავენ, დაამუშავონ და ექსპლუატაციაში ჩაუშვან აეროტაქსის ინფრასტრუქტურა აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპროტში. თუმცა კონკრეტულად როდის მოხდება, ვადები ამ ეტაპზე არ არის ცნობილი. ასევე უცნობია კონკრეტულად რომელი eVTOL იქნება შერჩეული ამ სერვისისთვის, ვინაიდან ამ ტიპის აპარატებზე მსოფლიოს მასშტაბით ბევრი კომპანია მუშაობს, მათ შორის, ისეთი ავტოგიგანტები, როგორებიცაა Volkswagen, Hyundai და ჩინური XPeng-იც კი.

კოკა კვირკველია