აზერბაიჯანმა საქართველოში 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შემოიტანა

აზერბაიჯანმა მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რასაც სააგენტო Trend ავრცელებს.

მინისტრის მონაცემებით, იმავე პერიოდში თურქეთში გაზის ექსპორტმა 6,9 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო ევროპაში მთლიანად 9,3 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

ფარვიზ შაჰბაზოვი წერს, რომ წელს აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17,4%-ით გაიზარდა.

მთლიანობაში 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანიდან 18,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გავიდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ