რომელია 10 ყველაზე ძვირად ღირებული საჩუქარი მსოფლიოში, რომელსაც ანალოგი არ აქვს

საჩუქრები, პირველ რიგში, საყვარელი ადამიანებისადმი სიყვარულისა და მადლიერების გამოხატულებაა. თუმცა ზოგიერთი საჩუქარი სულ სხვა რამეს უსვამს ხაზს, იქნება ეს სტატუსის განსაზღვრა, ქონების დაბანდება თუ სხვა.

სტატიაში წარმოგიდგენთ ყველაზე ძვირად ღირებულ საჩუქრებს მსოფლიოს მასშტაბით, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს და არასოდეს ეყოლება:

dsgeteujherdc-1668171072.jpg

ელიზაბეტ ტეილორის 68-კარატიანი ბრილიანტი - 6,6 მილიონი დოლარი

68-კარატიანი ბრილიანტი უელსელმა მსახიობმა რიჩარდ ბარტონმა Cartier-ისგან თავისი მეუღლის ელიზაბეტ ტეილორისთვის საჩუქრად 1969 წელს იყიდა.

თუმცა, 1978 წელს, წყვილის განქორწინების შემდეგ, 68-კარატიანი ბრილიანტი აუქციონზე 6,6 მილიონ დოლარად გაიყიდა. წყვილმა ამ შემთხვევაში საოცარი გადაწყვეტილება მიიღო და ამ თანხით ბოტსვანაში საავადმყოფოს მშენებლობა დააფინანსეს.

fsdgtweszyh73w-1668171093.jpg

ალბერტო ჯაკომეტის Femme De Venise - 14 მილიონი დოლარი

ჩელსის ყოფილი მფლობელი და მილიარდერი რომან აბრამოვიჩი მეგობრებისა და საყვარელი ადამიანებისთვის გრანდიოზულ საჩუქრებს ხშირად ყოდულობს. ამიტომ ბევრისთვის გასაკვირი არ იყო, როდესაც მან მისი იმდროინდელი შეყვარებულის დაშა ჟუკოვასთვის ბრინჯაოს ქანდაკების შესაძენად 14 მილიონი დოლარი დახარჯა.

fhyedjue5iuei-1668171127.jpg

ქეითი ჰოლმსის Gulfstream Jet - 20 მილიონი დოლარი

ტომ კრუზი და ქეითი ჰოლმსი 2006 წელს დაქორწინდნენ. მაშინ ბევრი ვერ იწინასწარმეტყვებედა, რომ წყვილი ექვსი წლის შემდეგ სკანდალურად დაშორდებოდა. ცნობილია, რომ მათი ქონების დაბანდების ერთ-ერთი გზა, ძვირად ღირებულ ნივთებში დიდი ოდენობის თანხის ჩადება იყო. მრავალი საჩუქრიდან ერთ-ერთია Gulfstream-ის თვითმფრინავი, რომელიც ტომმა ქეთისთვის შეიძინა.

განქორწინების შემდეგ, გაურკვეველია, ფლობს თუ არა ქეთი ფუფუნების ნივთს.

hfwsuw4uw-1668171158.jpg

RA 1 წევრები BMW7 Luxury Cars - 30 მილიონი დოლარი

2011 წლის ინდური სუპერგმირული ფილმის გამოსვლის შემდეგ, ბოლივუდის ვრასკვლავმა შაჰ რუხ ხანმა სამ მსახიობს, 10 მილიონ დოლარად შეფასებული BMW7 აჩუქა. იღბლიანი მსახიობები აღმოჩნდნენ ბოლივუდის ვარსკვლავები - არჯუნ რამპალი, რაჯნიკანტი და ანუბჰავ სინჰამი.

edyhrw2yu7438-1668171196.jpg

ნიტა ამბანის თვითმფრინავი - 60 მილიონი დოლარი

ისევე როგორც ბევრი მისი მდიდარი თანამედროვე, მუკეშ ამბანი არ ერიდება მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებისთვის ფულის ხარჯვას.

დღესდღეობით ერთ-ერთი უმდიდრესი ინდოელი არასოდეს ერიდება თავისი სიმდიდრის წარმოჩენას. 2007 წელს, 44 წლის დაბადების დღისთვის საჩუქრად, მან მეუღლეს - ნიტას კერძო თვითმფრინავი Airbus-319 აჩუქა. რომლის ფასი 60 მილიონი დოლარი იყო. პირადი თვითმფრინავი ნიტა ამბანისთვის შეკვეთილი ლიმიტირებული გამოცემაა.

y63wu78-1668171225.jpg

თინა ამბანის იახტა - 84 მილიონი დოლარი

როდესაც 2002 წელს დირუბაი ამბანი გარდაიცვალა, მისი 81,3 მილიარდ დოლარად შეფასებული ბიზნესი - Reliance Industries, ხელში ჩაიგდეს მისმა ვაჟებმა მუკეშმა და ანილ ამბანმა. 2008 წელს ანილმა მის ბოლივუდელ მსახიობ მეუღლეს, თინა ამბანს, როცა მას იახტა უყიდა. 34- მეტრიანი იახტა, რომელიც იტალიაში შეიქმნა და სახელად ტიანი ერქვა, ანილს 84 მილიონი დოლარი დაუჯდა.

sdgetwyuwjws-1668171305.jpg

ბრილიანტის გვირგვინი, Koh-I-Noor - 485 მილიონი დოლარი

1849 წელს სიქჰების იმპერიის უკანასკნელმა მაჰარაჯამ- დულიპ სინგმა, დიდი ბრიტანეთის სამეფო დედოფალს, დედოფალ ვიქტორიას 86-კარატიანი Koh-i-Noor ბრილიანტი აჩუქა.

იმ დროს, დედოფალმა თავის მეუღლეს სთხოვა, ბრილიანტი აქსესუარისთვის გამოეყენებინათ და მისით სამეფო გვირგვინი შექმნეს. დღეს ამ გვირგვინის ღირებულება 485 მილიონი დოლარია.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი