საქართველოში ალუმინის იმპორტი და ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა - სად ვყიდით და ვყიდულობთ ნაწარმს

საქართველოში ალუმინის იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში 89.7 მლნ აშშ დოლარის ალუმინი და ალუმინის ნაწარმი შემოვიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს, 64.4 მლნ აშშ დოლარს, 39.3%-ით აღემატება.

ქვეყანაში ალუმინის უმსხვილესი შემომტანები არიან:

  • თურქეთი - $50.4 მლნ;
  • რუსეთი - $13.2;
  • ჩინეთი - $5.6 მლნ;
  • იტალია - $4.1 მლნ;
  • უკრაინა - $3 მლნ.

red-modern-line-chart-diagram-produt-data-graph-1-1668174036.png

ისტორიულ მაქსიმუმზეა ექსპორტიც, რომელმაც წელს 29 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, 2021 წლის მაჩვენებელზე, 23.9 მილიონ დოლარზე 21.5%-ით მეტი. საქართველოდან ალუმინის ნაწარმი ყველაზე დიდი ოდენობით თურქეთში, ჩინეთში, იაპონიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გადის.

კახი ჩაკვეტაძე