მაია ცქიტიშვილი: ათონელის რეზიდენციის რბილი ავეჯისთვის მილიონნახევარ ლარზე მეტი დაიხარჯა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას აქვეყნებს, თუ რამდენი დაიხარჯა ათონელის რეზიდენციის ავეჯისთვის.

როგორც ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა, მხოლოდ რბილი ავეჯისთვის მილიონნახევარ ლარზე მეტი იყო დახარჯული, ხოლო მხოლოდ სანათებზე - მილიონ ლარზე მეტი.  "ჩვენ ასეთ ინფორმაციებს საიდუმლო გრიფს არ ვადებთ. როდესაც ათონელის რეზიდენციას ავხსენით გრიფი, შემდეგი ინფორმაცია აღმოჩნდა: 1 დივანი - 23 000 ლარად იყო შესყიდული, ასევე 1 დივანი - 20 000 ლარად, საწოლი – 14 000 ლარად, ასევე სამი საწოლი დამატებით, რაშიც ათასობით ლარი დაიხარჯა, სავარძელი - 14 000 ლარად, სანათები – 37 000 ლარად, ერთი სანათი – 34 000 ლარად და ა.შ. ჯამში ათონელის რეზიდენციისთვის მილიონ ნახევარ ლარზე მეტი იყო დახარჯული ავეჯისთვის. მხოლოდ სანათებზე მილიონ ლარზე მეტი იყო დახარჯული", - განაცხადა ცქიტიშვილმა.