აზერბაიჯანმა ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოცემულ ელექტრომობილებზე  საბაჟო გადასახდელები გააუქმა

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გააუქმა საბაჟო გადასახდელი ელექტრომობილებზე, რომლებიც გამოცემულია ბოლო 3 წლის განმავლობაში. ამის შესახებ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტი ავრცელებს ინფორმაციას.

„მსუბუქი ელექტრომობილები, რომლებიც გამოცემულია არაუმეტეს ბოლო სამი წლის განმავლობაში თავისუფლდებიან იმპორტის საბაჟო გადასახდელისგან,“ - წერია განცხადებაში, რომელსაც კაბინეტი ავრცელებს.

გარდა ამისა, საბაჟო გადასახდელებისგან თავისუფლდებიან ელექტრომობილების დამტენი მოწყობილობებიც.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ალი ასადის მიერ ხელმოწერილი დადგენილება ძალაში 2022 წლის 10 დეკემბრიდან შედის.

კოკა კვირკველია