Repubblica: ევროპაში გაზის ფასი 3 წლის განმავლობაში 100 ევროზე ნაკლები არ იქნება

ევროკავშირში მომდევნო წლებში ბუნებრივი აირის ფასი მგვტ-ზე 100 ევროზე ნაკლები არ იქნება, რაც გამოიწვევს ფულის გადინებას ევროპიდან გაზის მომწოდებელ ქვეყნებში. ამის შესახებ იტალიური გაზეთი La Repubblica საექსპერტო საზოგადოებაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა არ გამორიცხავს, რომ ტრანსფორმაცია მოხდება ასევე ევროპის მრეწველობის, რომელმაც ძვირიანი ენერგორესურსების ფონზე უნდა შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა გლობალურ ბაზარზე. მიუხედავად ფასების ნახტომისა რაც სპეკულაციებითაა განპირობებული, გაზზე ფასს დაადგენს საბაზრო მექანიზმები, პირველ რიგში კი მოთხოვნა მიწოდების თანაფარდობა, წერს გამოცემა.

„გაზის ფიუჩერსებზე ფასი გარკვეული დროის განმავლობაში მაღალი იქნება, იმიტომ რომ ევროპელებს მოუწევთ პრემიის გადახდა გათხევადებულ გაზზე, რათა ჩაანაცვლონ რუსული გაზი’ - აცხადებს ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი. ამასტან მასალაში აღნიშნულია, რომ ევროპელები არ ჩქარობენ გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებას ახალ მომწოდებლებთან.

პუბლიკაციაში ასევე წერია, რომ მიუხედავად უჩვეულოდ თბილი შემოდგომისა და გათბობის სეზონის გადაწევისა გაზის ფასი მაინც მაღალია 2021 წელთან შედარებით.

კოკა კვირკველია