ყველაზე მდიდარმა ინდოელმა შესაძლოა, „ლივერპული“ იყიდოს

ყველაზე მდიდარი ინდოელი მილიარდერი მუკეშ ამბანი, შესაძლოა, საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ მფლობელი გახდეს. ინფორმაციას Mirror ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, Fenway Sports Group-ი, რომელმაც აღნიშნული კლუბი 2010 წელს 300 მლნ ევროდ შეიძინა, მზად არის ის 4 მლრდ ევროდ გაყიდოს.

მუკეშ ამბანი - ინდოეთის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენია, რომელიც „ფორბსის“ რეიტინგში მე-8 ადგლზე იმყოფება. მისი ქონება 94,7 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ინდოელი მილიარდერი ფლობს კრიკეტის გუნდს Mumbai Indians, ასევე აქტიურად მონაწილეობს ინდოეთში საფეხბურთო სუპერლიგის შექმნაში.

ეკა დარჩიაშვილი