2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ვაკანსიების რაოდენობა jobs.ge-ზე 194%-ით გაიზარდა - PMCG

jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა წლიურად 37%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით194%-ით გაიზარდა. ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.

კერძოდ, კვლევის თანახმად, 2022 წელს, აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, 42 523 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.geზე, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 37%- ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 194%- ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ამასთან, როგორც PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული, 2022 წელს, აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, jobs.geზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა 7.5% შეადგინა.

თაია არდოტელი