ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებმაც წელს ევროკავშირში საკვები და სასმელი პროდუქტები ყველაზე დიდი მოცულობით გაიტანეს

წელს, 9 თვის მონაცემებით, საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებში 93,971 მლნ აშშ დოლარის ქართული წარმოების საკვები და სასმელი პროდუქტები გაიტანა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებმაც წელს ევროპაში ყველაზე მეტი საკვები და სასმელი პროდუქტი გაიტანა.

„საქსტატის“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე და სამეწარმეო რეესტრზე დაყრდნობით, გთავაზობთ აღნიშნულ ინფორმაციას:

შპს S.R.T - კაკლისა და თხილის გადამუშავება ვაჭრობა. კომპანია, რომელიც სამეწარმეო რეესტრში 2012 წელს დარეგისტრირდა თემურ არდიას ეკუთვნის. დირექტორის პოსტსაც თავად იკავებს.

შპს „აგრიჯორჯია“ - კაკლისა და თხილის მოყვანა, დამუშავება. 2010 წელს დაფუძნებული კომპანიის 100%-ანი წილი ეკუთვნი ლუქსემბურგში რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოება „ფერრერო თრეიდინგ ლუქსს“. დირექტორები არიან: იტალიის მოქალაქეები მარკო ბოტა და მარკო პესკაროლო, საფრანგეთის მოქალაქე ფახრდინი ბენდაოუდ, ასევე, საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ჭანიშვილი.

შპს „გეო-ფლაუერი“ - ხილის ჩირის წარმოება. 2010 წელს დარეგისტრირებული კომპანიის 47.5% ეკუთვნის გერმანიაში რეგისტრირებულ MB Beteiligungs GmbH-ს, ხოლო 17%-ანი წილები: გოჩა ძნელაძეს, მამუკა ხუციძესა და მინდია ხუციძეს. დირექტორია მინდია ხუციძე.

შპს „გლობალ ექსპორტი“ - კაკლისა და თხილის წარმოება ვაჭრობა. 2014 წელს დაფუძნებული კომპანიის მესაკუთრე და დირექტორი კობა დობორჯგინიძეა.

შპს „ინტერნეშენალ ტრეიდ კო“ - დისტილირებული ალკოჰოლური სასმელების წარმოება. კომპანია სამეწარმეო რეესტრში 2015 წელს დარეგისტრირდა. 2021 წლის მდგომარეობით კი, მესაკუთრე და დირექტორი გელა გოლოძეა.

შპს „კ და ქართული სპირტი“ - ალკოჰოლური სასმელების, სპირტის წარმოება. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 2017 წელს დაფუძნებული კომპანიის ეკუთვნის საქართველო-რუსეთის მოქალაქეებს. კერძოდ, 80% - ვახტანგ კარიჭაშვილს, 20% - გიორგი ღამბაშიძეს. გენერალური დირექტორია ირაკლი ბექაური, დირექტორი - გიორგი დამენია.

შპს „როიალნათსი“ - ხილ-ბოსტნეულით, დაფნით, მანდარინით ვაჭრობა. 2014 წელს დარეგისტრირებული კომპანია ეკუთვნის კაპიტო თვალაბეიშვილს, ხოლო დირექტორია - რობერტ ჯანაშია.

შპს „ჯორჯიან პროდაქტს რენესანს“ - კაკლისა და თხილის წარმოება ვაჭრობა. კომპანია 2013 წელს დაფუძნდა. 60% ეკუთვნის ლევან ბოლქვაძეს, 40% - ბაია სალუქვაძეს. ხოლო, დირექტორია ელიზბარ გუნია.

შპს „ჯტჯ პლას“ - კაკლისა და თხილის წარმოება. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 2014 წელს დარეგისტრირებული კომპანიის მესაკუთრე და დირექტორი ბაჩუკი თამლიანია.

აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი - მინერალური წყლების წარმოება. სამეწარმეო რეესტრში 2010 წლიდან არის რეგისტრირებული. 1995 წლიდან კომპანიის დამფუძნებელია ნიდერლანდებში რეგისტრირებული შპს IDS Borjomi Beverages. დირექტორია ივანე მაჭავარიანი.

ნინი ქეთელაური