მიმდინარე წელს საგარეო ვალი 40%-იან ნიშნულს ჩამოსცდება - ლაშა ხუციშვილი

საგარეო ვალთან დაკავშირებით ქვეყანას აქვს დიდი პროგრესი - მიმდინარე წელს საგარეო ვალი ჩამოსცდება 40%-იან ნიშნულს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა ასევე აღნიშნა, აქამდე ქვეყნის საგარეო ვალმა 60%-იან ნიშნულს გადააჭარბა.

„როგორც იცით, საგარეო ვალის მოცულობა, რომელმაც გადააჭარბა 60%-იან ნიშნულს, გასულ წელს და უკვე მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად მოხდა მისი შემცირება. მიმდინარე წელს საგარეო ვალი ჩამოსცდება 40%-იან ნიშნულს და დაახლოებით 39,5%-ის ფარგლებში იქნება. დაახლოებით 20 პროცენტული პუნქტით იქნება შემცირება, რაც ნიშნავს იმას, რომ მნიშვნელოვნად მოხდა ამ მიმართულებით კონსოლიდაცია“, - განაცხადა ხუციშვილმა.