პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 20 საკითხი განიხილეს.

მათივე ცნობით, განსახილველი საკითხები წარადგინეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა.